"რეალი" კოვაჩიჩის საკითხზე "ჩელსის" შეუთანხმდა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა AS წერს, რომ ლონდონის "ჩელსი" გამოიყენებს გამოსყიდვის უფლებას და მადრიდის "რეალიდან" იჯარით აყვანილ ხორვატ ნახევარმცველს შეიძენს.

25 წლის მატეო კოვაჩიჩის სანაცვლოდ ლონდონურ კლუბს მადრიდელებისთვის 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, "ჩელსის" უეფამ ემბარგო დაადო და 2 წლის განმავლობაში ტრანსფერების განხორციელება აუკრძალა, თუმცა კოვაჩიჩს ეს აკრძალვა არ შეეხება, რადგან ტრანსფერი გასული წლის შენაძენად განიხილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზინედინ ზიდანის გეგმებში შედის, რომელსაც გუნდში ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჰყავს და ადგილის გამოთავისუფლება სჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული