კატალონიური "სპორტის" ცნობით, "მანჩესტერმა" "ბარსელონას" ნახევარმცველ ივან რაკიტიჩის მიმართ ინტერესი განაახლა.
ეს იმითაა გამოწვეული, რომ "მანიუმ" არაა გამორიცხული, პოლ პოგბა ვერ შეინარჩუნოს და გუნდის მწვრთნელს, ოლე-გუნარ სოლსკიაერს ხორვატი მის შემცვლელად სჭირდება.
ერთი თვის წინ "იუნაიტედი" დაუკავშირდა "ბარსას" სამუელ უმტიტის და რაკიტიჩის ტრანსფერებზე და ამ უკანასკნელში 35 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო - კატალონიური კლუბი 50 მილიონს ითხოვს.