"მარკას" ცნობით, "რეალმა" ლა ლიგას ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ორი ტურის სტუმრად თამაში სთხოვა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და დროულად ვერ დაასრულებენ.
ლ ლიგა ალბათ, "რეალის" თხოვნას დააკმაყოფილებს.
ადრე ანალოგიური თხოვნით ლა ლიგას "ატლეტიკომ" მიმართა, რაც გათვალისწინებულ იქნა.
"სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქცია 3.5 წელი გაგრძელდება, ყველაზე აქტიური ფაზა კი ამ ზაფხულშია და შემოდგომიდან არენაზე თამაში შესაძლებელი იქნება.