"აიაქსის" 22 წლის ნახევარმცველმა დონი ვან დე ბეკმა ჰოლანდიის გასულ პირველობაზე 34 მატჩში 9 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად ითამაშა და As-ის ცნობით, მთხოვნელების რიგი უდგას.
გამოცემის მტკიცებით, ვან დე ბეკს 8 კლუბი და მათ შორის "რეალი" იწვევს.
"რეალმა" მის ტრანსფერზე უკვე მიმართა "აიაქსს", მაგრამ ფეხბურთელი კონკურენციის შიშით მადრიდულ გუნდში გადასვლაზე თავს იკავებს.
"აიაქსი" ვან დე ბეკის ტრანსფერში 65 მილიონ ევროს ითხოვს, "რეალი" კი მზადაა 50 მილიონი გადაიხადოს.