25 წლის ნახევარმცველი დენის სუარესი კარიერას "სელტაში" გააგრძელებს.
"სელტამ" სუარესი "ბარსელონასგან" 12.9 მილიონ ევროდ შეიძინა და ოთხსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
გასული სეზონის მეორე ნახევარში სუარესი "არსენალში" იყო განათხოვრებული, სადაც მხოლოდ 95 წუთი ითამაშა.
"ბარსა" 12.9 მილიონის გარდა ბონუსების სახით 3.1 მილიონს მიიღებს.
სუარესს ვიგოურ გუნდში 6-ნომრიანი მაისურა გადასცეს. ის "სელტას" აღზრდილია და მშობლიური გუნდი 2011 წელს დატოვა.