Marca : "ბარსელონა" არგენტინელის სანაცვლოდ 112 მილიონს გადაიხდის

AutoSharing Option
როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, კატალონიური გრანდი არგენტინის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" შემტევი ლაუტარო მარტინესით დაინტერესდა. გამოცემის მიხედვით, ესპანური მხარე უკვე დაუკავშირდა მარტინესის აგენტ ბეტო იაკეს და მათი მხრიდან ინტერესის შესახებ შეატყობინა.

21 წლის ლაუტარო მარტინესმა, რომელმაც გასულ სეზონში სერია A-ში 27 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, "ბარსას" ყურადღება კოპა ამერიკაზე კარგი თამაშით მიიპყრო.

მიუხედავად იმის, რომ თანხა არ დაკონკრეტებულა, Marca წერს, რომ კატალონიელები 112 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ არგენტინელის სანაცვლოდ.

თუ ფეხბურთელი "ბარსაში" გადავა, სატრანსფერო თანხის 10 %
ლაუტაროს მშობლიურ კლუბს, არგენტინულ "რასინგს" დარჩება, რადგან "ინტერთან" შეთანხმების პირობებში აღნიშნული მუხლიც ეწერა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
"რასინგი" ყველაზე არისტოკრატული გუნდი არგენტინაში
ანდრო
14:51 01-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული