"ლა ლიგას" პრეზიდენტი: ნეიმარის ესპანეთში დაბრუნება ჩვენს იმიჯზე ცუდად იმოქმედებს

AutoSharing Option
"ლა ლიგას" პრეზიდენტ ხავიერ ტებასს არ სურს, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი სათამაშოდ ესპანეთში დაბრუნდეს.

"მე ვისურვებდი, რომ ნეიმარი ესპანეთში არ დაბრუნებულიყო. ის არ არის მისაბაძი მაგალითი. ის შეიძლება შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ჩვენთვის სანიმუშო ქცევაც ძალიან მნიშვნეოლოვანია იმ ღირებულებების გამო, რომელთა პროპაგანდირებასაც ვეწევით.

ჩვენ გვინდა, რომ "ლა ლიგაში" კარგი ფეხბურთელები მოვიდნენ, თუმცა ნეიმარის ქცევა არ შეეფერება ჩვენს ტურნირს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა საკუთარი ღირებულებები და იმიჯის დაკარგვა არ გვსურს", - გადმსოცემს ტებასის სიტყვებს Marca.

ნეიმარმა ესპანეთის ჩემპიონატი 2017
წელს დატოვა და "ბარსადან" პსჟ-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლად გადავიდა. ბოლო დროს კი გავრცელდა ხმები, რომ ბრაზილიელი კატალონიურ კლუბში დიდი თანხისა და 1 ან რამდენიმე ფეხბურთელის სანაცვლოდ დაბრუნდება.