"სევილიამ" პსვ-ს 28 წლის შემტევი ლუკ დე იონგი 13 მილიონ ევროდ შეიძინა და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ანდალუსიურ გუნდში დე იონგმა ბენ იედერი უნდ შეცვალოს, რომელიც "მანჩესტერში" აპირებს გადასვლას.
დე იონგი გასულ სეზონში 28 გოლით ნიდერლანდების ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მან განაცხადა, რომ ეს მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტია და ატყობს, რომ იზრდება.
ლუკმა ეინდჰოვენურ გუნდში 5 სეზონში 94 გოლი გაიტანა.