"ბარსელონა" სამუელ უმტიტის 50 მილიონად ყიდის

AutoSharing Option
"ბარსელონა" მცველმა სამუელ უმტიტიმ შეიძლება გუნდი გამოიცვალოს.

კატალონიური "სპორტი" ირწმუნება, რომ "ბარსელონა" 25 წლის ფეხბურთელს 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

უმტიტიმ კლუბის რჩევა არ გაითვალისწინა, მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ლა ლიგას გასულ სეზონში მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

უმტიტის სამსახურით "მანჩესტერი" და "ინტერი" იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ "ბარსასთვის" კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ.

თავად სამუელმა არაერთხელ გამოთქვა "ბარსელონას" დატოვების სურვილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული