"მანჩესტერ სიტიმ" 22 წლის მცველი ანხელინო პსვ-დან დაიბრუნა და ოთხსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა - ეს ინფორმაცია "ქალაქელების" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
ანხელინო "სიტის" აკადემიაში 2013 წელს "დეპორტივოდან" გადავიდა, 2016 წლის დეკემბერში კი პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა.
ის ადრე "ნიუ იორკში", "ჟირონაში", "მალიორკაში" და "ბრედაში" იყო განათხოვრებული, ხოლო გასულ წელს მისი კონტრაქტი ეინდჰოვენურმა გუნდმა გამოისყიდა.
პსვ-ში ანხელინომ 43 მატჩში 1 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.
პსვ-ში ანხელინომ 43 მატჩში 1 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.