კატალონიური "სპორტის" მტკიცებით, ბრაზილიელი მცველი მარსელო "რეალს" დატოვებს.
გამოცემა ირწმუნება, რომ 31 წლის ფეხბურთელმა ბლანკოსს ტრანსფერზე დაყენება სთხოვა და მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თანხმობა განაცხადა.
ახლა მარსელო ინგლისური, იტალიური და ჩინური კლუბების ვარიანტებს განიხილავს, თუმცა თავად კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს, რამეთუ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში უნდა.
ის "სამეფო გუნდიდან" სულ მალე აიბარგება.
მარსელო "რეალმა" 2007 წელს "ფლუმინენსესგან" 6.5 მილიონ ევროდ შეიძინა და მის რიგებში 486 მატჩში 36 გოლი გაიტანა, კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება.