"მარკას" ცნობით, "რეალის" 22 წლის მცველი სერხიო რეგილიონი "სევილიაში" ითამაშებს.
"რეალში" დაბრუნებულმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა არ ჩათვალა რეგილიონის დატოვება საჭიროდ და იჯარით "სევილიაში" გაუშვა.
არადა, გასულ სეზონში მან ბლანკოსის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და 25 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"სევილია" იმედოვნებს, რომ სერხიო მათი გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი იქნება.
სერხიო რეგილიონი "რეალიდან" გაუჩინარდა - ერთი კვირაა განდეგილივითაა
რეგილიონმა მესის რწყილი, სუარესს კი მახინჯი და კურდღელი უწოდა