"მარკა" მთელი დღე იუწყება, რომ "რეალს" ფეხბურთელები ტოვებენ.
ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის დასრულდებოდა სეზონი, რათა ახალი გუნდის მშენებლობა დაეწყო.
მარსელო ახალ ნავთსაყუდელს ეძებს, სერხიო რეგილიონი იჯარით "სევილიაში" გაუშვეს, დანიელ სებალიოსი კი "ლივერპულში" გეგმავს გადასვლას. საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?
"ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი პირადადაა დაინტერესებული 22 წლის სებალიოსის თავის გუნდში ხილვით.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანის კონფლიქტი აქვს ზიდანთან, რაც შემდეგ უარყო, მაგრამ ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ კონტურებს მიიღებს
განახლებული "სამეფო გუნდი".
სებალიოსი "რეალმა" 2017 წელს "ბეტისისგან" 16.5 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში ლა ლიგას 23 მატჩში (13 ძირითად შემადგენლობაში) 3 გოლი გაიტანა, კონტრაქტი კი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მისი სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.