"ბარსელონა" ნეიმარში 180 მილიონზე მეტს არ გადაიხდის

AutoSharing Option
"მარკა" იტყობინება, რომ პსჟ და "ბარსელონა" თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.

უფრო სწორად, კლუბები ვაჭრობენ - "პარი სენ ჟერმენი" ბრაზილიელში 250 მილიონ ევროს ითხოვს, "ბარსა" კი 180 მილიონის გადახდაზეა თანახმა.

საქმის მოსაგვარებლად კატალონიურ გუნდს ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს. ლაპარაკია ფელიპე კოუტინიოზე, უსმან დემბელეზე, სამუელ უმტიტისა და ივან რაკიტიჩზე.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარი "ბარსელონას" პირად კონტრაქტზე მოურიგდა და მზადაა ამჟამინდელი წლიური გასამრჯელოს, 36 მილიონის ნაცვლად 24 მილიონი აიღოს.

ასევე დაგაინტერესებთ