"რეალმა" 20 წლის ნორვეგიელი ნახევარმცველი მარტინ ედეგორი ისევ გაანათხოვრა - ამჯერად "რეალ სოსიედადში".
ედეგორი "რეალმა" 2015 წელს შეიძინა, დიდ იმედებს ამყარებდა, ჯერ "კასტილიაში" ათამაშა, შემდეგ იჯარით "ჰერენვენში" გაუშვა, გასული სეზონი კი "ვიტესში" გაატარა, სადაც 35 მატჩში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მომავალ სეზონში ნორდს "სოსიედადის" ღირსების დაცვა მოუწევს, კონტრაქტი ბლანკოსთან კი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.