"რეალი" ყველა ღონეს ხმარობს "მანჩესტერის" ნახევარმცველის პოლ პოგბას ხელში ჩასაგდებად.
"მუნდო დეპორტივო" ამტკიცებს, რომ "სამეფო კლუბმა" "მანიუს" პოგბაში 80 მილიონი ევრო და პლუს ისკო ან გარეთ ბეილი შესთავაზა, რომლის თავიდან მოშორება გუნდის მწვრთნელს ზინედინ ზიდანს უნდა.
პოგბა" "იუნაიტედმა" 2016 წელს 105 მილიონად შეიძინა, გასულ სეზონში 47 მატჩში 16 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა, კონტრაქტი კი თავის ამჟამინდელ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.