გარეთ ბეილი ქორწილს კიდევ ერთხელ გადაიხდის - რა ენაღვლება, ვერ თამაშობს და 27.1 მილიონს იღებს

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა თავის ბავშვობის მეგობარზე, ემე რის-ჯონსზე იქორწინა.

ქორწილი უელსელმა ესპანეთის კუნძულ ტაგომგოზე გადაიხადა, სადაც მხოლოდ 60 სტუმარი დაპატიჟა.

"სანის" ცნობით, ქორწილში არ დაპატიჟეს პატარძლის ზოგიერთი ნათესავი, რის გამოც ისინი განაწყენებულები დარჩნენ. ქორწილში არ დაპატიჟეს თაღლითობისთვის გასამართლებული პატარძლის მამა, აგრეთვე ბაბუა ჯონ მაკმიურეი და ბებია ევა მაკმიურეი.

ჰოდა, ბეილები წლის ბოლოს ქორწილს კიდევ ერთხელ გადაიხდიან და განაწყენებულ ნათესავებს დაპატიჟებენ.

ბეილი ვერ ამართლებს "რეალის" მწვრთნელის ზინედინ ზიდანის იმედებს და გუნდის დატოვებაც არ უნდა. ის ამბობს, რომ თუ ფეხბურთს არ
ათამაშებენ, გოლფს ითამაშებს.

Forbes-ის ცნობით, გარეთის წლიური შემოსავალი 27.1 მილიონი დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ თამაშობს კი არა, არ ათამაშებენ! ასე იცის ადამიანების ყიდვა გაყიდვაში მონაწილეობამ! Bოლო-ბოლო აგერ ტორპედოში და ბათუმში ითამაშებდა!
aburjga
10:20 14-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული