გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მონრეალში "რეალი" დატოვა და ოჯახური მდგომარეობის გამო ესპანეთში დაბრუნდა, მაგრამ მიზეზი არ დაკონკრეტებულა.
კლუბის საიტი იუწყება, რომ ზიდანის ევროპაში გამომგზვრება მისი 54 წლის ძმის, ფარიდ ზიდანის გარდაცვლებაა.
ფარიდ ზიდანი სიმსივნით გარდაიცვალა და ვარჯიშის დაწყების წინ "რეალმა" მის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.
ზინედინის არყოფნაში გუნდს მისი თანაშემწე დავიდ ბეტონი უხელმძღვანელებს, თავად კი გუნდში 20 ივლისს "ბიერნთან" ამხანაგური მატჩის წინ დაბრუნდება.