"გრემიოსა" და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, ევერტონის სამსახურით რამდენიმე ტოპ-კლუბია დაინტერესებული.
შეგახსენებთ, ევერტონი გასული კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
Globo Esporte-ის ცნობით, "ატლეტიკო" მზადაა, 23 წლის ფორვარდის ტრანსფერში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ევერტონის შეძენის სურვილი აგრეთვე "მანჩესტერს", "არსენალს" და "ბაიერნს" აქვთ.