"ბარსელონას" ფორვარდის, ლიონელ მესის მეუღლემ, ანტონელა როკუცომ "ინსტაგრამზე" შვებულების ფოტოები გამოაქვეყნა.
გამოცემა Infobae-ს ინფორმაციით, არგენტინული ოჯახი შვებულებას ანტიგუასა და ბარბუდას სანაპიროებზე ატარებს.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ოფიციალურად 2017 წელს დაინიშნა. როკუცოს და ლეოს 3 შვილი: ტიაგო, მატეო და ჩირო ჰყავთ.