ზინედინ ზიდანი: იმედია, ბეილი "რეალს" მალე დატოვებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ გუნდს უელსელი შემტევი გარეთ ბეილი დატოვებს.

"იმედი გვაქვს, რომ ბეილი მალე წავა, ეს ყველასთვის უკეთესი იქნება. მის ახალ გუნდში ტრანსფერზე ვმუშაობთ. მე პირადად გარეთის მიმართ არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ ზოგჯერ მოდის ცვლილებების დრო. მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, ჩვენ უნდა შევიცვალოთ.

ტრანსფერი - ეს მწვრთნელისა და ფეხბურთელის გადაწყვეტილებაა, რომელმაც იცის, თუ როგორია არსებული სიტუაცია. ვითარება კი, შეიცვლება, არ ვიცი ეს 24 ან 48 საათში მოხდება თუ არა, თუმცა აუცილებლად შეიცვლება და ეს ყველასთვის კარგი
იქნება"- გადმოსცემს ზიდანის სიტყვებს GOAL.

ამ კომენტარამდე სულ ცოტა ხნით ადრე, გარეთ ბეილმა არ ითამაშა მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ, რომელშიც "რეალი" დამარცხდა - 1:3.

გარეთ ბეილი კი, მადრიდის "რეალში" "ტოტენჰემიდან" 2013 წელს გადავიდა 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ და იმ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული