18 წლის ტაკეფუსა კუბოს მიუნხენის "ბაიერნთან" გამართულ შეხვედრაში მადრიდელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამხანაგური მატჩი იყო, კუბოს ის არასდროს დაავიწყდება. თუმცა, მარკასთან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო დროს ყურადღების ცენტრშია და ეს დიდად არ მოსწონს.
"ვიცი რაც ხდება ჩემს ქვეყანაში. ხალხი ზედმეტ ყურადღებას მაქცევს მე. საზოგადოპება ჩემზე ფოკუსირდა და ეს ნამდვილად არ მომწონს. მე მინდა მოედანსა და თამაშზე ვიფიქრო.
წაგებისა და იმის მიუხედავად, რომ წაგებას ვერ ვიტან, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით. ვგეგმავ, რომ გუნდს რაც შეიძლება
მეტი სარგებელი მოვუტანო.
ზიდანი პრესინგის თამაშსა და 1 ან 2 შეხებით მოქმედება მავალებდა და მე კომფორტულად ვგრძნობ თავს იმ პოზიციაზე, სადაც მწვრთნელმა დამაყენა."
კუბოს გარეთ ბეილის შესახებაც ჰკითხეს:
"ბეილი ჩვენთან ერთად არის, არსად წასულა. მე წარმოადგენა არ მაქვს რა ხდება, მხოლოდ ის ვიცი, რომ ბეილი შესანიშნავი ფეხბურთელია"- აღნიშნა "ბარსას" აღზრდილმა, რომელსაც "რეალში" სადებიუტო სეზონი ელის წინ.