ზინედინ ზიდანი ჩამოყალიბდა, ვის ათამაშებს თავდასხმაში

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ჩამოყალიბდა, ვის ათამაშებს თავდასხმაში მომავალ სეზონში.

"მარკას" ცნობით, ზიდანი 4-3-3 ტაქტიკას გამოიყენებს და თავდასხმაში ედენ აზარს, ვინისიუსს და ქარიმ ბენზემას ათამაშებს.

ზიდანი აზარს მარცხენა ფლანგზე დააყენებს, ვინისიუსს - მარჯვენაზე, ხოლო ბენზემას - ცენტრში.

შედარებით იშვიათად მოუწევთ ასპარეზობა ლუკა იოვიჩს, მარკო ასენსიოს და ისკოს. რაც შეეხება გარეთ ბეილს, უკანასკნელი ინფორმაციით, ერთ-ერთ ჩინურ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

ამერიკულ ტურნეში "რეალი" "ბაიერნთან" 1:3 დამარცხდა და კიდევ ორ შეხვედრას გამართავს - 24 ივლისს "არსენალთან" და 27 ივლისს "ატლეტიკოსთან".

მკითხველის კომენტარები / 2 /
უდიდესი ფეხბურთელი და დიდი მწვრთნელი, მაგრამ ჩვენზე უარესადაც აქვთ მგონი ამ არაბებს ნეპოტიზმი გამჯდარი, ვერ შეელია ამ ბენზემას და მუდამ ძირითადძი ყავს, თან ტრავმასაც რო არ იღებს, არა და მაგარი დაბალი დონის თავდამსხმელია, 5-დან მხოლოდ 1 მომენტს იყენებს, გაუშვი რა რეალ-სოსიედადში ან სადმე ჩინეთში
llcl
08:33 22-07-2019
1

სიახლეები პოპულარული