როგორც ჩანს, "რეალმა" თავდამსხმელ გარეთ ბეილის პრობლემა მოაგვარა.
ESPN-ის ცნობით, "რეალს" ბეილის თავიდან მოშორება უნდა, არც ერთმა ევროპულმა კლუბმა მისი შეძენა არ ისურვა და ჩინეთში გადაბარგდება.
ამასთან, ბლანკოსი უელსელს კონტრაქტს ორმრივი შეთანხმებით გაუწყვეტს, ორი ჩინური კლუბი წლიურ გასამრჯელოდ 17 მილიონ ევროს სთავაზობს და თუ დათანხმდა, ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
30 წლის ბეილმა გასულ სეზონში ლა ლიგას 29 მატჩში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.