"რეალი" გარეთ ბეილს ჩინეთში კომპენსაციის გარეშე გაუშვებს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "რეალმა" თავდამსხმელ გარეთ ბეილის პრობლემა მოაგვარა.

ESPN-ის ცნობით, "რეალს" ბეილის თავიდან მოშორება უნდა, არც ერთმა ევროპულმა კლუბმა მისი შეძენა არ ისურვა და ჩინეთში გადაბარგდება.

ამასთან, ბლანკოსი უელსელს კონტრაქტს ორმრივი შეთანხმებით გაუწყვეტს, ორი ჩინური კლუბი წლიურ გასამრჯელოდ 17 მილიონ ევროს სთავაზობს და თუ დათანხმდა, ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

30 წლის ბეილმა გასულ სეზონში ლა ლიგას 29 მატჩში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მე რეალის ფანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ზიდანი ძალიან ცუდად ექცევა ბეილს, მეტი დამსახურება არა აქვს ბეილს, რომ ნორმალურად ადამიანურად ტაქტიანად მიუთითოს წასვლაზე? თქმასაც გააჩნია და ასე დამამცირებლად. აი აქ ეშლებათ მწვრთნელებს.
გია1 ბარსას ფანი
21:33 22-07-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული