"ლივერპულის" და "არსენალის" ნაცვლად "ლიონის" ვარსკვლავი "ბეტისში" წავიდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" პლეიმეიქერი ნაბილ ფეკირი "ბეტისის" ფეხბურთელი გახდა - ამის შესახებ სევილიური კლუბის ვებგვერდი იუწყება.

ფეკირმა "ბეტისთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ესპანეთში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გასულ წელს საფრანგეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამის შემდეგ მას "ლივერპულს" და ლონდონის "არსენალს" უკავშირებდნენ, თუმცა ფეკირი "ლიონში" დარჩა.

Goal.com-ის ინფორმაციით, "ბეტისს" ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდა. გარდა ამისა, "ლიონი" ფრანგი ფეხბურთელის მომდევნო გაყიდვიდან 20 პროცენტს მიიღებს.

გასულ სეზონში ნაბილ ფეკირმა ყველა ტურნირზე 39 შეხვედრა გამართა, გაიტანა 12
გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altნეიმარისა და ბეილის ამბები - 21 ივლისის ტრანსფერები და ჭორები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული