საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" პლეიმეიქერი ნაბილ ფეკირი "ბეტისის" ფეხბურთელი გახდა - ამის შესახებ სევილიური კლუბის ვებგვერდი იუწყება.
ფეკირმა "ბეტისთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ესპანეთში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.
26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გასულ წელს საფრანგეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამის შემდეგ მას "ლივერპულს" და ლონდონის "არსენალს" უკავშირებდნენ, თუმცა ფეკირი "ლიონში" დარჩა.

Goal.com-ის ინფორმაციით, "ბეტისს" ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდა. გარდა ამისა, "ლიონი" ფრანგი ფეხბურთელის მომდევნო გაყიდვიდან 20 პროცენტს მიიღებს.
გასულ სეზონში ნაბილ ფეკირმა ყველა ტურნირზე 39 შეხვედრა გამართა, გაიტანა 12
გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გასულ სეზონში ნაბილ ფეკირმა ყველა ტურნირზე 39 შეხვედრა გამართა, გაიტანა 12
ნეიმარისა და ბეილის ამბები - 21 ივლისის ტრანსფერები და ჭორები