ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილის აგენტის ბრალდებებს უპასუხა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უელსელი ფეხბურთელის აგენტ ჯონათან ბარეტის სიტყვებს უპასუხა.

გარეთ ბეილის ინტერესების დამცველმა ბარეტმა განაცხადა, რომ ზიდანი უელსელს პატივს არ სცემდა და მისი საქციელი სამარცხვინო იყო.

"მე არავის მიმართ არ გამომიხატავს უპატივცემულობა. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ კლუბი ბეილის ტრანსფერზე მუშაობდა. მე ყოველთვის ერთი და იგივე პოზიცია მქონდა: ფეხბურთელები გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არიან.

მე მათ ყოველთვის მხარში ვუდგავარ. გარეთს "ბაიერნის" წინააღმდეგ იმიტომ
არ უთამაშია, რომ თვითონ არ სურდა. ბეილმა თქვა, თუ კლუბი ტრანსფერზე მუშაობს, მას არ სურს მოედანზე გამოსვლა", - ციტირებს ზიდანს BBC.

გარეთ ბეილის არყოფნაში მადრიდის "რეალი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მიუნხენის "ბაიერნთან" 1:3 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მადრიდელთა შემადგენლობაში ახალწვეულმა როდრიგომ გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული