El Chiringuito-ს ცნობით, 28 წლის ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი "რეალში" დარჩება.
მას შემდეგ, რაც მარკოს ასენსიომ მძიმე ტრავმა მიიღო, "რეალმა" კოლუმბიელის გაყიდვა გადაიფიქრა.
As-ი კი ამტკიცებს, რომ ამ ამბით ხამესი აღფრთოვანებული არაა, რადგან გუნდის მწვრთნელისგან, ზინედინ ზიდანისგან სათანადო მხარდაჭერასა და ნდობას არ გრძნობს.
მისი სამსახურით "ატლეტიკო" და "ნაპოლი" არიან დაინტერესებული.
ხამესმა გასულ სეზონში "ბაიერნის" შემადგენლობაში ბუნდესლიგის 20 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.