ნიუ იორკში "რეალი" "ატლეტიკოსთან" 3:7 დამარცხდა, მისი თავდამსხმელი გარეთ ბეილი კი მშვენიერ ხასიათზე იყო.
ბეილი შეცვლაზე 62-ე წუთზე მარსელოს ნაცვლად შევიდა, როდესაც ანგარიში 1:6 იყო, თუმცა არც სათადარიგოთა სკამზე და არც მოედანზე ღიმილი არ მოსცილებია.
უელსელი მალე დატოვებს ბლანკოსს და კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.
ბეილის აგენტი ჯონათან ბარნეტი აცხადებს, რომ გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მის კლიენტს უპატივცემულოდ მოექცა.