"რეალმა" გარეთ ბეილი მაინც ვერ მოიშორა - მან ჩინეთში თამაში არ ისურვა

AutoSharing Option
გუშინ თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა "ზციანსუ სუნინში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, ჩინეთშიც ჩავიდა და ალბათ, შვებით ამოისუნთქა "რეალმა", რომ არასასურველ ფეხბურთელს თავიდან მოიშორებდა, რომელიც არაფერში არგია, წელიწადში 27 მილიონ ევროს იღებს, გუნდის წაგებისას ირონიულად იცინის და მისი აგენტი ჯონათან ბარნეტი მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს აკრიტიკებს. მოკლედ, უელსელი პრობლემა და ტვირთია "ბლანკოსისთვის".

Sky Sports-ის ჟურნალისტი კავეხ სოლხეკოპი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარეთმა ჩინეთში დარჩენა გადაიფიქრა და "სამეფო კლუბში" კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე, ანუ კიდევ 3 წელი დარჩება. მართალია, სათადარიგოთა სკამის ხეხვა მოუწევს, თუმცა ამას ნაკლებად დარდობს,
რამეთუ ადრე თქვა, ფეხბურთს თუ არ მათამაშებენ, გოლფს ვითამაშებო.

ფეხბურთელის აგენტებმა განაცხადეს, რომ ჩინეთის პირველობა მათი კლიენტის შესაფერისი არ არის, ვინაიდან დაბალი დონისაა, მოედნები არ ვარგა და ჰაერიც დაბინძურებულია. თან, ფეხბურთელის მეუღლემ თქვა, რომ ჩინეთში ბეილს ვერ გაჰყვებოდა.

აგენტები იუწყებიან, რომ ბეილი პსჟ-ის ან "ბაიერნის" კლასის გუნდში თუ გააგრძელებს კარიერას, თუ არადა, "რეალში" ყოფნა უჯობს. რაც შეეხება ჩინეთს, იქ პენსიაზე გასვლის წინ შეიძლება ითამაშოს.

მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, შერჩა "რეალს" ბეილი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თავმოყვარე ფეხბურთელი აქამდე წავიდოდა და სხვა კლუბში დაამტკიცებდა თავის შესაძლებლობებს.
გიორგი
13:18 29-07-2019
1
თან, ფეხბურთელის მეუღლემ თქვა, რომ თანამეცხედრეს ვერ გაჰყვებოდა. რას ნიშნავს ვერ მივხვდი
დათუნაშვილი
05:09 29-07-2019
2

სიახლეები პოპულარული