მადრიდის "რეალისა" და "ატლეტიკოს" თამაშის დროს საერთაშორისო ჩემპიონების თასზე "ბარსას" ფანსა და "რეალის" გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა.
ტრიბუნაზე, სადაც "რეალის" გულშემატკივრები ისხდნენ, ერთ მომენტში "ბარსელონას" ფანი გამოჩნდა, ტრიბუნის საფეხურებზე ზევით ასვლა დაიწყო და ლიონელ მესის მაისურს აფრიალებდა.
"თეთრების" გულშემატკივართა რეაქციამაც არ დააყოვნა. "კულეს" მიმართულებით გამოფრინდა წყლით სავსე ბოთლები, სხვადასხვა საგანი. რამდენიმე ადამიანმა სცადა დაერტყა კიდეც. ბოლოს კი "სამეფო კლუბის" ერთ-ერთმა ფანმა ლიონელ მესის მაისური დაისაკუთრა და მასთან ერთად ტრიბუნის სხვა მხარეს გაიქცა.
ის შეხვედრა კი "რეალმა" სამარცხვინოდ წააგო - 3:7.
ჩხუბი და 10 გოლი - "ატლეტიკომ" "რეალი" შეარცხვინა [VIDEO]
მესი, ალბა, სუარესი და ფაბრეგასი ერთმანეთს იბიცაზე შეხვდნენ [PHOTO]