სამი მოთამაშისაგან შემდგარი საჭადრაკო გათამაშება არა და არ მთავრდება. სამივე მხარეს სურს, რომ გარიგება შედგეს, თუმცა სამივე მხარეს საკუთარი ინტერესები აქვს.
"ბარსელონა" ელოდება მოვლენების განვითარებას, რადგან იცის, რომ ნეიმარს პარიზში დარჩენა არ სურს. თუმცა "ბარსაში" ისიც იციან, რომ ოღონდ "ბარსელონაში" არა და, ფრანგები ყველგან გაუშვებენ ნეიმარს, თუმცა პრობლემა შესაბამისი თანხის მოძიებაშია.
პსჟ კი მიიჩნევს, რომ დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს. მათ განაცხადეს, რომ თუ ნეიმარს წასვლა სურს, მისთვის კარები ღიაა, მაგრამ, თუ დარჩება, იმედოვნებენ, რომ პროფესიონალივით მოიქცევა.
ნეიმარი კი, თავის მხრივ,
უკვე ნერვიულობს, რადგან უკვე ფიქრობს, რომ მომავალ წელს ისევ "პარკ დე პრენსზე" მოუწევს თამაში. ის ელოდება, როდის გამოგზავნის "ბარსელონა" რაზმს და გადაიხდის ისეთ თანხას, რომელზეც პსჟ უარს არ იტყვის.
ნეიმარს ძალიან უნდა პსჟ-ის დატოვება, ისე, როგორც ადრე ვერატის უნდოდა და თვლის, რომ კატალონიელები მის გადასარჩენად აუცილებლად მივლენ. თუმცა, ესპანური მხარე არ აპირებს სისულელის ჩადენას იმ ფეხბურთელის გამო, რომელმაც გუნდი 2 წლის წინ დატოვა. მათ ნეიმარი სურთ, თუმცა არა ნებისმიერ ფასად.
მომზადებულია marca-ს მიხედვით