"ბარსელონა" "ბეტისის" მარცხენა მცველის ჟუნიორ ფირპოს დამატებასთან ახლოსაა.
მოსალოდნელია, რომ კატალონიელები 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ საახლოებით 21 მლნ ევროს გადაიხდიან.
ახლა მხარეები შესაძლო ბონუსებს განიხილავენ. ადრე "ბეტისი" ფირპოს სანაცვლოდ 25 მლნ ევროს ითხოვდა.
"ბარსელონამ" კი თავად ფეხბურთელთან უკვე შეათანხმა ხუთწლიანი კონტრაქტი და შესაძლოა ფირპოს დამატების შესახებ უახლოესს დღეებში გამოაცხადოს.
ლა ლიგის 24 მატჩში ფირპომ 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ბარსელონას" ყოფილი ნახევრმცველი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
მალკომი "ბარსელონადან" "ზენიტში" გადადის და წელიწადში 8 მილიონზე მეტს აიღებს
მომზადებულია Diario
Sport-ის მიხედვით