
22 წლის ფეხბურთელმა "ბლაუგრანასთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2024 წლამდე დარჩება.
ჯუნიორ ფილპომ გასულ სეზონში "ბეტისის" რიგებში 24 შეხვედრა გამართა, სადაც 3 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოირჩა.
ამით კატალონიელთა მარცხენა მცველს ჟორდი ალბას დასვენებისთვის მეტი დრო მიეცემა, ესპანელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ფაქტობრივად შეუცვლელად იასპარეზა.
ეს მიმდინარე სეზონში "ბარსელონასთვის" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას რიგით მე-4 შენაძენია ანტუან გრიზმანის, ნეტოსა და ფრენკი დე იონგის შემდეგ.
შურლე, ნეიმარი,
შინდაგორიძე და "მილანი" - 1-ელი აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები