მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ La Nacion-თან საუბარში განაცხადა, რომ მადრიდის "რეალს" სათამაშო სტილი არ აქვს.
"როცა კლუბში მუშაობას იწყებ, ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ისტორიის გაცნობაა. თუ არ გეცოდინება კლუბის ისტორია, მომავალში რთული დრო გელოდება. თუ კი ვერ ვგრძნობ კლუბის არსს, მე მის გაწვრთნას არ დავიწყებ. სათამაშო სტილი გუნდის ისტორიასთან შეხამებით უნდა შექმნა, ამასთანავე საკუთარი თვისებები უნდა შეინარჩუნო.
"აიაქსს" აქვს თავისი გამოკვეთილი სკოლა, ეს მათი სტილია. "ბარსელონას" აქვს სტილი, "იუვენტუსსაც, როგორც "ატლეტიკოს". აი მადრიდის "რეალს" სტილი არ გააჩნია. მათი სტილი
ფეხბურთელების მიხედვით იცვლება. არიან გუნდები, მაგალითად გვარდიოლას "სიტი", რომელსაც ისტორია არ აქვს, მაგრამ მას გვარდიოლა უქმნის საკუთარ გზას. ვნახოთ, ვიტყვით თუ არა, რომ "მანჩესტერ სიტის" საკუთარი სათამაშო სტილი აქვს"- თქვა ჩოლომ.
რამდენიმე დღის წინ მადრიდის "ატლეტიკომ" ამხანაგურ ტურნირზე "რეალი" 7:3 დაამარცხა.