კლასი და ესთეტიკა- ლუკა იოვიჩმა "რეალის" ვარჯიშზე ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალი" საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ლუკა იოვიჩის ვარჯიშზე გატანილი ულამაზესი გოლის ვიდეო კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ იოვიჩმა ვარდნაში, ე.წ. "მაკრატელა" დარტმით შესანიშნავი გოლი გაუტანა კეილორ ნავასს.

21 წლის სერბ თავდამსხმელში მადრიდის "რეალმა" ფრანკლფურტის "აინტრახტს" 60 მილიონი ევრო გადაუხადა. თავად "აინტრახტს" იოვიჩის შეძენა "ბენფიკადან" 5 მილიონი ევრო დაუჯდა.

ახალგაზრდა ფორვარდმა მადრიდის "რეალის" მაისურით 4 ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, თუმცა ჯერ გოლი არ გაუტანია. გასულ სეზონში, კი ბუნდესლიგაში თავი 17-ჯერ გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული