კიდევ ერთი ტრაგედია ესპანურ ფეხბურთში- 19 წლის ესპანელი ფეხბურთელი ავარიაში დაიღუპა

AutoSharing Option
ესპანურ ფეხბურთში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, "ატლეტიკო ბალერესის" 19 წლის ქალი ფეხბურთელი ალბა ესტებან ფრაუ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ალბა ესპანური ფეხბურთის მომავალ ვარსკლავად მიიჩნეოდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.

გოგონას დაღუპვა მოტოციკლით ავარიამ გამოიწვია. ალბა, თავის შეყვარებულთან ერთად მალიორკაზე ისვენებდა, როცა მისმა პარტნირომა მოტოციკლის საჭე ვერ დაიმორჩილა და კედელს შეეჯახა. სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე მალე მივიდა, თუმცა ალბას გადარჩენა ვერ მოახერხა, გოგონა მიღებული ტრავმებისაგან გარდაიცვალა. ხოლო მისი მეგობარი ბიჭი, კი ახლაც სიკვდილს ებრძვის.

2019 წელს ეს ესპანეთში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა
ფეხბურთელები ავარიაში იხოცებიან. რამდენიმე თვის წინ "არსენალისა" და "რეალის" ყოფილი ნახევარცველი ხოსე ანტონიო რეიესი ავტო ავარიას ემსხვერპლა. ასევე, წელს დაიღუპა არგენტინელი ფორვარდი ემილიანო სალა, რომელიც თვითმფრინავით ლა მანშის სრუტეში ჩავარდა.

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული