goal.com- ის ინფორმაციით ნეიმარის სანაცვლოდ პსჟ "ბარსელონასგან" 50 მილიონ ევროსა და 2 ფეხბურთელს - ფილიპე კოუტინიოსა და ნელსონ სემედუს ითხოვს. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში პარიზელები მზად არიან ბრაზილიელი ფორვარდი კატალონიურ კლუბს დაუთმონ.
ნეიმარს "ბარსაში" დაბრუნება უნდა, კლუბში, რომელშიც 2013-2017 წლებში გამოდიოდა, თუმცა მხარეები ტრანსფერის თანხაზე ვერ თანხმდებიან. ასევე, გავეცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-მ ნეიმარის ყიდვა მადრიდის "რეალს" შესთავაზა.
მადრიდის "რეალის" ნაბიჯმაც არ დააყოვნა, ფლორენტინო პერესმა გასაოცარი კონტრაქტი გაუგზავნა ბრაზილიელს - 5-წლიანი ხელშეკრულება და წლიური ხელფასი 40 მილიონი ევრო.
ჯერ გადაწყვეტილი არაფერია,
"რეალს" ნეიმარისაგან პასუხი არ მიუღია, ბრაზილიელის მამამ კი ორაზროვანი კომენტარი გააკეთა, რომ მისი შვილი იქ იქნება, სადაც თავს კარგად იგრძნობს.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ 20 დღეზე მეტია დარჩენილი და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
"ბარსელონამ" ნეიმარს სთხოვა "რეალში" არ გადავიდეს
მბაპემ ნეიმარი გუნდური ფოტოს გადაღების დროს კადრიდან გააგდო [VIDEO]
კოუტინიოზე უნდა ააწყონ გუნდი. უკვე უნდა წავიდეს მზადება მესის შემდგომი პერიოდისთვის