"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გუნდის ფორვარდის ლიონელ მესის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ტრავმის გამო აშშ-ის ტურნე გამოტოვა.
"ის განაგრძობს გამოჯანმრთელებას და არ ვიცი იქნება თუ არა მზად ლა ლიგის სტარტისთვის. ამ დროისთვის ეს რთულად მეჩვენება.
ჯობდა შვებულებაში ყოფილიყო, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ტრავმა აქვს. ფეხბურთელს მარტო არ დავტოვებდით ბარსელონა, როცა ყველა აშშ-ში ვართ", - თქვა ვალვერდემ.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში "ბარსელონა" 16 აგვისტოს "ბილბაოს" შეხვდება.
მესის ტრავმის შესახებ ისაუბრა" />"უსიამოვნო ინციდენტი მოხდა" - ლიონელ მესი გულშემატკივრებს მიმართავს