"დეილი სტარის" ცნობით, პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა "ბარსელონას" ლიდერ ლეო მესის სთხოვა, გუნდში დაბრუნებაში დაეხმაროს. მესი თხოვნის გარეშეც ცდილობს ნეიმარის დაბრუნებას და როგორც RMC Sport-ი იუწყება, კატალონიური კლუბი კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს.
გამოცემის მტკიცებით, "ბარსა" "პარი სენ ჟერმენს" დაუკავშირდა, მოლაპარაკებას აწარმოებს და ნეიმარში ნახევარმცველ კოუტინიოსა და მნიშვნელოვან თანხას შესთავაზებს.
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში პსჟ-სა და "ნიმის" მატჩისას პარიზელმა გულშემატკივრებმა ნეიმარის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
თავად ფეხბურთელს ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია და შეხვედრის განაცხადში არ იყო.