ნეიმარის ტრანსფერში მესიც ჩაერთო - რა ურჩია ლეომ ბრაზილიელს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, ნეიმარის დაუსრულებელ ტრანსფერში ჩართულიყო და თავის ბრაზილიელ მეგობარს მისწერა, "რეალში" არ გადასულიყო.

უკვე შევეჩვიეთ, რომ ნეიმარის ტრანსფერის შესახებ ყოველდღე ახალი ინფორმაცია ვრცელდება და გამონაკლისი არც 13 აგვისტოა. marca-ს ცნობით, მესიმ, რომელიც ნეიმარის ძალიან ახლო მეგობარია, "რეალში" წასვლის ნაცვლად, "ბარსაში" დაბრუნება ურჩია.

ნეიმარს არასდროს დაუმალავს, თუ რამდენად დიდი როლი აქვს მესის მის განვითარებაში. ასევე, ცნობილია, რომ მესიმ ყველაფერი სცადა, 2 წლის წინ ნეიმარი პსჟ-ში რომ არ გადასულიყო, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ახლა კი არგენტინელი ცდილობს, თავისი მეგობარი
ყველაზე მნიშვნელოვანი მეტოქე გუნდის წევრი არ გახდეს.

ვნახოთ, რა გამოუვა მესის, აჯობებს თუ არა ფლორენტინო პერესს. მოვლენები ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ გამორიცხული არაფერია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამი ბრწყინვალე ვარსკვლავი!
იფ!
14 აგვისტო 2019 11:50
0
ღმერსა ვთხოვ ასეთი "მახინჯები" ქართველებს გვყვავდეს!
ვაააა რა მაგარი იქნებოდა!
14 აგვისტო 2019 11:49
0
ამ შენი კომენტარით შენ თვითონვე გამოდიხარ ის სამივე რაც ჩამოთვალე: დაცენტრილი, ფულზე გაგიჟებულიც(არა ბიჭო არ გიყვარს) და ისე ხარ უკვე გაგიჟებული ამ სამი ვარსკვლავის დანახვაზე, რომ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოაჭამო ყურებიც და სხვა "ნაწილებიც"
"ამაშია" გეყოს სიბოროტე.
14 აგვისტო 2019 11:35
0
მარცხნიდან მარჯვნივ-ყურებჭამია სიმულიანტი,დაცენტრილი და ფულზე გაგიჟებული შანტაჟისტი.სვირინგიანი მახინჯები.
ჯუნგლები
13 აგვისტო 2019 15:48
12

სიახლეები პოპულარული