პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ DAZN-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტური ფილმების სერიებში "Making Of" თავის ყოფილ მწვრთნელ ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.
"თვითრწმენა, რაც ფეხბურთელს სჭირდება, მხოლოდ საკუთარი თავიდან არ მოდის. თავდაჯერებულობაში ფეხბურთელს თანაგუნდელები და მწვრთნელი ეხმარება. შენ უნდა იგრძნო, რომ ამ ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ და ზიდანი სწორედ ამ განცდას მაძლევდა.
ის ძალიან მეხმარებოდა. მე მასთან მუშაობამდეც ძალიან დიდ პატივს ვცემდი, თუმცა მას შემდეგ ვაღმერთებ, რაც ის ჩემი მწვრთნელი გახდა.
ამის მიზეზი მისი პიროვნებაა, ის, თუ როგორ საუბრობს, როგორ უძღვებოდა გუნდს და როგორ
ზიზუ ჩემ მიმართ ყოველთვის გულწრფელი იყო და სწორედ ამიტომ მეყვარება ის ყოველთვის", - განაცხადა კრიშტიანომ.