მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო კოშტა სეზონის სტარტს ტრავმის გამო გამოტოვებს, - იუწყება მადრიდული კლუბის ოფიციალური საიტი.
კოშტამ ბარძაყის ტრავმა "იუვენტუსთან" (2:1) ამხანაგურ მატჩში გასულ კვირას მიიღო. 30 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადა 1 თვეს გასტანს.
გასულ სეზონში კოშტამ "როხიბლანკოს" მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 3 პასი გააკეთა.
"ვალენსიას" თავდამსხმელი, შესაძლოა, "ატლეტიკოში" 60 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდეს