რივალდო: ნეიმარის "რეალში" გადასვლა ღალატი იქნება? მე ვფიქრობ...

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო Betfair-თან საუბარში ამბობს, რომ ჩვეულებრივად უყურებს ნეიმარის მადრიდის "რეალში" გადსვლის საკითხს.

"თუკი ნეიმარი "რეალთან" გააფორმებს კონტრაქტს, მე ამას ღალატად ვერ მივიღებ. ნეიმარმა "ბარსა" დატოვა და პსჟ-ში გადავიდა, ახლა კი, თუ "რეალში" გადავა, ეს ჩვეულებრივი რამ იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ის განზრახ გააძლიერებს ჩვენს ყველაზე დიდ საფეხბურთო მტერს.

მე ვისურვებდი, რომ ის "ბარსელონაში" გადავიდეს. თუ მას ამის შესაძლებლობა ექნება, ის უნდა დაბრუნდეს იმ ადგილას, სადაც ბედნიერი იყო და სადაც თავის ყოფილ თანაგუნდელებსა და მეგობრებს შეხვდება. მას
ეს ძალიან მოეწონება. რა თქმა უნდა, ყველაფერი "ბარსელონას" შეთავაზებაზეა დამოკიდებული", - ამბობს რივალდო, რომელიც გასულ თვეში საქართველოში იმყოფებოდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული