"ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი ლა ლიგის პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს, - იტყობინება ესპანური გამოცემა Marca.
"ბარსელონა" 16 აგვისტოს სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება.
არგენტინელმა ტრავმის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით ვერ აღიდგინა.
ბოლოს მესიმ ლა ლიგის სტარტი 10 წლის წინ გამოტოვა. მაშინ მესიმ 2009/10 წლების სეზონში "სპორტინგთან" მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა, რომელიც "ბარსელონამ" 3:0 მოიგო.