კაცნაკლულმა "რეალმა" ვიგოში უპრობლემოდ იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აგვისტოს, ლა ლიგას პირველ ტურში "რეალმა" სტუმრად 3:1 მოუგო "სელტას".

აღსანიშნავია, რომ 56-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, მსაჯმა დენის სუარესთან უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით მოდრიჩი გააძევა. რაც მოდრიჩი 2012 წლიდან ბლანკოსში თამაშობს, პრიმერაზე პირველად გააძევეს - 2014 წელს წითელი ბარათი ესპანეთის სუპერთასზე "ატლეტიკოსთან" მიიღო.

ვიგო. "ბალაიდოსი". 23 566 მაყურებელი
სელტა - რეალი 1:3
გოლები: 0:1 ბენზემა (12), 0:2 კროოსი (61), 0:3 ვასკესი (80), 1:3 ლოსადა (90+1)
გაძევება: მოდრიჩი (56)

სელტა: ბლანკო, კ. ვასკესი, არაუხო, კოსტასი, ოლასა, მენდესი, ლობოტკა (სისტო 75), ბელტრანი
(დიოპი 83), სუარესი, ფერნანდესი (ლოსადა 88), ასპასი

რეალი: კურტუა, ოდრიოსოლა, ვარანი, რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, ბეილი (ისკო 75), ბენზემა (იოვიჩი 81), ვინისიუსი (ლ. ვასკესი 69)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული