ლა ლიგის პირველ ტურში სტუმრად "სელტას" 3:1 დამარცხების შემდეგ, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უელსელ თავდამსხმელ გარეთ ბეილს შეხვდა.
"მარკას" ცნობით, პერესი დარწმუნებულია, რომ ამ სეზონში ბეილი გუნდის ლიდერი გახდება.
ბეილმა "სელტასთან" მატჩი სასტარტოში დაიწყო, კარგად ითამაშა, საგოლე გადაცემა გააკეთა და 75-ე წუთზე შეცვალეს.
ბეილის ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა "ბლანკოსის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანიც, რომელიც მთელი ზაფხული მის გაყიდვას ცდილობდა.