"რეალის" ნახევარმცველი ედენ აზარი მწყობრში მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებში ჩადგება.
აზარმა ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო, "სელტასთან" ვერ ითამაშა და "ვალიადოლიდთან" და "ვილიარეალთან" მატჩების გამოტოვებაც მოუწევს.
AS-ის ცნობით, უკეთეს შემთხვევაში, "ბლანკოსში" მისი ოფიციალური დებიუტი 14 სექტემბერს "ბერნაბეუზე", "ლევანტესთან" შეხვედრაში შედგება.
აზარი "რეალმა" "ჩელსისგან" 100 მილიონ ევროდ შეიძინა.