ედენ აზარი სექტემბრის შუა რიცხვებში შეძლებს თამაშს

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველი ედენ აზარი მწყობრში მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებში ჩადგება.

აზარმა ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო, "სელტასთან" ვერ ითამაშა და "ვალიადოლიდთან" და "ვილიარეალთან" მატჩების გამოტოვებაც მოუწევს.

AS-ის ცნობით, უკეთეს შემთხვევაში, "ბლანკოსში" მისი ოფიციალური დებიუტი 14 სექტემბერს "ბერნაბეუზე", "ლევანტესთან" შეხვედრაში შედგება.

აზარი "რეალმა" "ჩელსისგან" 100 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აზარაშვილო შენ ცოტა ჭამას მოუკელი თორემ ღიპი გეტყობა უკვე.
გია
11:41 22-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული